საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური არის საქართველოში სანავიგაციო გაფრთხილებების ეროვნული კოორდინატორი, მის შემადგენლობაში შედის საქართველოს სანაპირო ზოლზე განლაგებული სანავიგაციო მოწყობილობათა სისტემები მნათი და არა მნათი სანავიგაციო ნიშნები, ღია ზღვაში განლაგებული კარდინალური და ლატერალური ნიშნები, რომლებიც უზრუნველყოფენ მცურავი საშუალებების უსაფრთხო ნავიგაციას, (48 ხმელეთზე განლაგებული და 34 ზღვაში, აქედან ხმელეთზე განლაგებული 22 ერთეული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე).