Результаты (
русский) 1:
[копия]Скопировано!
შუალედური გამოცდის აღდგენის პირობები: ა)შუალედურ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს ფაკულტეტი, გამოცდის აღდგენა დასაშვებია დეკანის სახელზე სტუდენტის განცხადების საფუძველზე, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და ამ მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას გამოცდის აღდგენის თაობაზე იღებს დეკანი. გამოცდის აღდგენა შესაძლებელია მოხდეს შუალედური გამოცდის ჩატარების დღიდან 2 კვირის ვადაში;
ბ) შუალედურ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს საგამოცდო ცენტრი, შესაბამისი გამოცდის აღდგენა დასაშვებია საგამოცდო ცენტრისათვის ელექტრონული ბაზის საშუალებით (sms.tsu.ge) სტუდენტის მიერ გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და გამოცდის აღდგენამდე ამ მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას გამოცდის აღდგენის თაობაზე იღებს საგამოცდო ცენტრი. გამოცდის აღდგენა უნდა მოხდეს შუალედური გამოცდის ჩატარების დღიდან 2 კვირის ვადაში.
გ) შუალედური გამოცდის აღდგენისათვის განკუთვნილი 2 კვირის განმავლობაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტისათვის ინდივიდუალური წესით შუალედური გამოცდის აღდგენა დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. გადაწყვეტილებას ინდივიდუალური წესით შუალედური გამოცდის აღდგენის თაობაზე იღებს ფაკულტეტის დეკანი.
переводится, пожалуйста, подождите..
